Logo

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინა
1432
Frontnews image description

რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქში სამ დასახლებაზე – დობრიანკაზე, ნოვოვოზნესკოესა და ტრუდოლიუბოვკაზე კონტროლი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

 

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ბრძოლა ალექსანდროვკასთვის.

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, მტერი სამხრეთ ბუჟის მიმართულებით ძალების აღდგენას ცდილობს. ასევე, აგრესორები განაგრძობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს.

Advertisement