Logo

უკრაინელმა სამხედროებმა თებერვალში 21 000-ზე მეტი ოკუპანტი, მტრის 7 თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინა
906
Frontnews image description

თებერვალში უკრაინელმა სამხედროებმა 21470 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 7 თვითმფრინავის, 4 ვერტმფრენის, ათობით ტექნიკის და 77 რაკეტის განადგურება, – განახლებულ მონაცემებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი ავრცელებს.

 

რუსეთის დანაკარგები თებერვალში: პირადი შემადგენლობა – 21470 ჯარისკაცი.

 

ტანკები -186, ჯავშანტექნიკა – 256, საარტილერიო სისტემები – 186, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 21.    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 26, თვითმფრინავი – 7, ვერტმფრენები – 4, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 104, ფრთოსანი რაკეტები – 77. მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 0.                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 196, სპეციალური ტექნიკა – 30. 

Advertisement