უკრაინელმა სამხედროებმა უახლესი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს, რომლის ღირებულება 50 მილიონი დოლარია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი რუსული “ჩიტი” ჩამოაგდეს – მორიგი სამიზნე რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უახლესი თვითმფრინავი, გამანადგურებელი Su-30SM გახდა, – ინფორმაციას უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტი ანდრეი ცაპლიენკო ავრცელებს.
მტრის გამანადგურებელი, საბორტე ნომრით RF81771 სავარაუდოდ, ხარკოვის რეგიონში ჩამოაგდეს. ეს იყო უახლესი თვითმფრინავი, რომლითაც რუსები ოლქის ტერიტორიას ბომბავდნენ.
“მისი ღირებულებაა 50 მილიონი დოლარია. წარმოებულია ირკუტსკის საავიაციო ქარხნის მიერ 2018 წელს და გადაეცა მე-14 გვარდიის მოიერიშე საავიაციო პოლკს, რომელიც მდებარეობს ქალაქ კურსკში, უკრაინის საზღვართან. პოლკის მეთაურის მოადგილე სერგეი კოსიკი ჩამოაგდეს მარტში და უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება ტყვეობაში“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტოებთან ერთად ასევე ვრცელდება მფრინავის ღია პარაშუტის ფოტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან სავარაუდოდ, კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს