Logo

უკრაინელმა სამხედროებმა უკვე 41 000-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინა
1327
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                           
 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 41 030 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.                                            
 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.08-მდე:  ტანკები – 1 768 (+5), ჯავშანტექნიკა – 4 011 (+7), საარტილერიო სისტემები – 932 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 259 (+0).    
 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 117 (+0), თვითმფრინავი – 223 (+0), ვერტმფრენები – 190 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 736 (+1), საკრუიზო რაკეტები – 174 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).   
 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 912 (+10), სპეციალური ტექნიკა – 82 (+2). 

Advertisement