“უკრაინიდან საფრთხის გამო” კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში “კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი” გამოაცხადეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს, მოსკოვი ზომებს უკრაინის მხრიდან გაზრდილი “საფრთხით“ ხსნის.
სამივე ოლქი უკრაინას ესაზღვრება. ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქებიდან რუსული არმია რეგულარულად უტევს უკრაინის ტერიტორიას და ისინი ასევე ასრულებენ ლოგისტიკურ კერას ოკუპანტებისთვის.
რუსეთის ამ რეგიონებში დიდი ხანია, უჩივიან უკრაინის საჰაერო თავდასხმებს, რომლის დროსაც დაფიქსირდა დარტყმები, კერძოდ, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, იარაღის საცავებზე, აეროდრომებზე, გადამმუშავებელ ქარხნებზე, ბაზებზე და ა.შ. ასევე დროდადრო ხდება საზღვრისპირა რეიდები.
არაოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღეებში რუსეთის ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა მთელ რიგ დასახლებებზე და ასობით კვადრატულ მეტრზე კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯას ჩათვლით.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს