Logo

უკრაინის დამცველებმა ერთ დღეში 400 ოკუპანტი გაანადგურეს – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
675
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 46 250 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.  

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 26.08-მდე:  ტანკები – 1 936 (+7), ჯავშანტექნიკა – 4 251 (+6), საარტილერიო სისტემები – 1040 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 272 (+0).         

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 148 (+0), თვითმფრინავი – 234 (+0), ვერტმფრენები – 202 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 834 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 196 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).             

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 162 (+2), სპეციალური ტექნიკა – 99 (+0).   

 

გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა ისევ დონეცკის მიმართულებით განიცადა.

Advertisement