უკრაინის დამცველებმა უკვე 33 ათასზე მეტი დამპყრობელი გაანადგურეს – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 33 150 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 17.06-მდე: ტანკები – 1 456 (+7), ჯავშანტექნიკა – 3 563 (+18), საარტილერიო სისტემები – 734 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 233 (+3), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 97 (+0), თვითმფრინავი – 215 (+2), ვერტმფრენები – 180 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 496 (+2), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 593 (+2), სპეციალური ტექნიკა – 55 (+0), საკრუიზო რაკეტები – 129 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს