Logo

უკრაინის დაზვერვა მოქალაქეებს რუსეთის მორიგი საინფორმაციო შეტევის შესახებ აფრთხილებს

უკრაინა
04.03.2022 / 13:16
1057
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე არა მხოლოდ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს, არამედ მასშტაბურ საინფორმაციო ომს.

 

უკრაინული დაზვერვა მოქალაქეებს რუსეთის მორიგი საინფორმაციო შეტევის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით და ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან გადაამოწმონ.

 

“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერის მთავარი სამმართველო გაფრთხილებთ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ყალბი ინფორმაციების კომპლექსური და მასშტაბური, იყავით ყურადღებით, არ აყვეთ პანიკას და გადაამოწმეთ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

უკრაინა
Advertisement