Logo

უკრაინის დაზვერვამ რუსეთის ორი კატარღის განადგურება ოფიციალურად დაადასტურა

უკრაინა
1112
Frontnews image description

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველო რუსეთის ორი კატარღის განადგურებას ოფიციალურად ადასტურებს.

 

“30 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა Group 13 უკრაინული თავდასხმის საზღვაო დრონების Magura V5-ის დახმარებით კიდევ ერთხელ ეფექტურად შეუტია აგრესორი სახელმწიფოს გემების და ნავების შემადგენლობას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ცნობით, რუსებმა ავიაციის და იარაღის გამოყენებით შეეცადნენ ხელის შეშლას, თუმცა ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

თაგები:

ყირიმი
Advertisement