უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ელიტა პუტინის თავიდან მოშორების გეგმებს განიხილავს

ავტორი
Front News საქართველო
მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა – რუსეთის ელიტა პუტინის თავიდან მოშორების გეგმებს განიხილავს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში გავლენიანი ფიგურების ჯგუფი იქმნება, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მალე ჩამოაშორონ პუტინი ძალაუფლებას და უკრაინის ომის გამო დასავლეთთან შეწყვეტილი ეკონომიკური კავშირები აღადგინონ.
“რუსული პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი პუტინის მემკვიდრედ ფსბ-ს დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს მიიჩნევს, რომლის მიმართაც ბოლო დროს რუსი დიქტატორის კეთილგანწყობა დაეცა. ამის ოფიციალური მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომში საბედისწერო არასწორი გათვლებია, ვინაიდან, ბორტნიკოვი და მისი დეპარტამენტი პასუხისმგებელი იყვნენ უკრაინის მოსახლეობის განწყობისა და უკრაინის არმიის შესაძლებლობების ანალიზზე.
ცნობილია, რომ ბორტნიკოვი და რუსული ელიტის კიდევ რამდენიმე გავლენიანი წარმომადგენელი პუტინის ხელისუფლებიდან გაძევების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. მათ შორის: მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა ან სხვა „უბედური შემთხვევა“.
ინფორმაცია რუსული მხრიდან მოდის და შესაძლოა, ეს იყოს უკრაინის ხელისუფლებასთან ადრეული ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის შემოვლითი გზით“, – აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FDefenceIntelligenceofUkraine%2Fposts%2F274534361524658&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”475″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ვლადიმერ პუტინი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


