Logo

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი – ბირთვული ომი შეიძლება რაკეტების გაშვების გარეშეც დაიწყოს

უკრაინა
08.03.2022 / 20:18
259
Frontnews image description

რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, ატომური ომი შეიძლება ბირთვული რაკეტების გაშვების გარეშეც დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვისას განაცხადა.

 

“კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ჩერნობილის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას, ხარკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტის დაბომბვას, სადაც ექსპერიმენტული ბირთვული ობიექტია განთავსებული, მაგრამ ეს მოხდა”, – აღნიშნა გალუშჩენკომ.

 

მისი თქმით, 24 თებერვლიდან ყოველ დღე, მსოფლიო კატასტროფის ზღვარზე მიდის, რომელიც ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩერნობილი და ფუკუსიმა ერთად.

 

“ატომური ომი შეიძლება დაიწყოს ბირთვული რაკეტების გაშვების გარეშეც. თუ ეს მოხდება, მთელი ევროპა იძულებული იქნება დაიმალოს თავშესაფრებში და შეეცადოს თავი დააღწიოს რადიაციას.  თქვენ გეცოდინებათ, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ უკვე გვიანი იქნება“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.

 

მან მოუწოდა საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, გამოიყენონ მთელი შესაძლებლობები და ძალისხმევა და შექმნან უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონა იქამდე, ვიდრე კატასტროფა მოხდება.

Advertisement