უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის


ავტორი
Front News საქართველო
"უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უკრაინის განათლების ხარისხის შეფასების ცენტრთან ერთად, გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა იმ სირთულეების ფონზე, რომელთა წინაშეც უკრაინა ამჟამად დგას”, - ამის შესახებ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოქსენ ლისოვის მიერ გივი მიქანაძისთვის გამოგზავნილ მადლობის წერილშია აღნიშნულია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი გამოცდების ორგანიზებისთვის გაწეულ სამუშაოებზე. ოქსენ ლისოვის თქმით, უკრაინული მხარე ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სამინისტროს ძალისხმევასა და გვერდში დგომას ძალიან აფასებს.
"უკვე მეოთხე წელია, რაც გვეხმარებით ამ პროცესში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებასა და ძალისხმევას. ამ ინიციატივის განხორციელება საზღვარგარეთ შეუძლებელი იქნებოდა თქვენი თანადგომის გარეშე.
ასევე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობას დროებითი საგამოცდო ცენტრების შექმნისათვის გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე იმ მასწავლებლებს, კოორდინატორებსა და IT სპეციალისტებს, ვისთანაც გვქონდა პატივი, გვეთანამშრომლა“, - ნათქვამია წერილში.
ოქსენ ლისოვმა საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის სამომავლოდ გაგრძელების იმედი გამოთქვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო სწავლას უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ, საატესტატო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს.
გამოცდები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალი ხარისხის ინტერნეტით აღჭურვილ საგამოცდო სივრცეში ტარდება.
თაგები:
განათლების სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს