Logo

უკრაინის გენერალური პროკურორი – ჩვენ 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს ვიძიებთ

უკრაინა
810
Frontnews image description

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვა განცხადებით, უკრაინა 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს იძიებს, რომლებიც რუსეთის შეჭრის შემდეგ არის ჩადენილი.

 

მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ყოველდღიურად იღებს ცნობებს 200-300 სამხედრო დანაშაულის შესახებ.

 

BBC-სთან ინტერვიუში ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ბევრი სასამართლო პროცესი დაუსწრებლად უნდა ჩატარდეს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დევნის გაგრძელება სამართლიანობის საკითხია.

 

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა, მშვიდობიანი მოსახლეობის წამება, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუპატიურება, გაიგონ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან”, – განაცხადა ვენედიქტოვამ.

 

გენერალური პროკურორის თქმით, მისი გუნდი უკრაინის რეგიონებში, მაგრამ ყველა საქმის სათანადოდ და ეფექტურად გამოძიება ვერ ხერხდება, ზოგიერთ ადამიანთან და რაიონებთან მიუწვდომლობის გამო. 

თაგები:

უკრაინა
Advertisement