უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ესპანეთში დასვენების შემდეგ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, – ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, სიმონენკო ახალი წლის აღსანიშნად ოჯახთან ერთად 10 დღით იმყოფებოდა ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში, რა დროსაც ბიზნესმენისა და დეპუტატის გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასვენების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
უკრაინული მედია წერს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს