Logo

უკრაინის გენშტაბი ბრიანსკის ოლქში მტრის საწყობებზე თავდასხმას ადასტურებს

უკრაინა
176
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო დირექტორატმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, რუსი აგრესორის საბრძოლო მასალის საწყობებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის ცნობით, დღეს, 28 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს. კერძოდ, დარტყმა განხორციელდა 1060-ე ლოგისტიკური ცენტრის (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ყოფილი 120-ე არსენალი) საწყობებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონში მდებარეობს.

"დადასტურებულია სამიზნის განადგურება და ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი. შედეგები ზუსტდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მისივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა ზომის მიღებას რუსი ოკუპანტების სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესასუს

ტებლად და რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეჩერების მიზნით.

Advertisement