უკრაინის გენშტაბი – ერთ დღეში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 11 სექტემბრს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, ისინი უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ არიან და სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.
“მტერი აგრძელებს ჩვენს პოზიციებზე სროლას, ახორციელებს საჰაერო დაზვერვას და ცდილობს მიიღოს ზომები დაკარგული პოზიციის აღსადგენად.
გასული დღის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 18 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლება, კერძოდ კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, დნიპრო, პავლოგრადი, ველიკომიხაილოვკა.
ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში რუსი ოკუპანტებისგან დასახლებების გათავისუფლება გრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს