Logo

უკრაინის გენშტაბი – ლუგანსკის მახლობლად საავადმყოფოში “ვაგნერის” 300-მდე დაჭრილი ჯარისკაცი მიიყვანეს

უკრაინა
1389
Frontnews image description

ლუგანსკის მახლობლად საავადმყოფოში, “ვაგნერის” 300-მდე დაჭრილი დაქირავებული ჯარისკაცი მიიყვანეს, მაგრამ ექიმები უარს ამბობენ მათთვის საჭირო დახმარებაზე, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

“მტერი განაგრძობს მნიშვნელოვან დანაკარგებს. ამჯერად, ე.წ. “ვაგნერის” 300-მდე დაქირავებული ჯარისკაცი გადაიყვანეს ლუგანსკის ოლქში, მე-15 მულტიდისციპლინურ ჰოსპიტალში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მათი უმრავლესობა ისეთი დაავადებების მატარებელია, როგორიცაა აივ/შიდსი, სიფილისი, ტუბერკულოზი და პნევმონია, ექიმები, გავრცელებული ინფორმაციით, უარს ამბობენ მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე.

Advertisement