Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 072 700 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
201
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 072 700 (+920) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.08.25-მდე: ტანკები – 11 119 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 152 (+4), საარტილერიო სისტემები – 31 748 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1470 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1208 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 52 154 (+260), ფრთოსანი რაკეტები – 3 565 (+7).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 59 202 (+142), სპეციალური ტექნიკა – 3943 (+0).

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 19 აგვისტოს ფრონტზე 121 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათი უმეტესობა პოკროვსკის მიმართულებით იყო. იქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 40 შეტევა მოიგერია.

Advertisement