უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 141 830 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 141 830 (+970) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.10.25-მდე: ტანკები – 11 310 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 519 (+5), საარტილერიო სისტემები – 34 128 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 533 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 233 (+1), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 76 355 (+648), ფრთოსანი რაკეტები – 3 917 (+37).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 66 111 (+118), სპეციალური ტექნიკა – 3 986 (+0).
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 130-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


