უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 244 560 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 244 560 (+720) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.02.26-მდე: ტანკები – 11 648 (+6), ჯავშანტექნიკა – 24 007 (+11), საარტილერიო სისტემები – 37 014 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 637 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 295 (+2), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 125 920 (+826), ფრთოსანი რაკეტები – 4 205 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 77 311 (+162), სპეციალური ტექნიკა – 4 063 (+1).





