Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 297 670 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
398
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 297 670 (+970) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.03.26-მდე: ტანკები – 11 826 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 324 (+7), საარტილერიო სისტემები – 39 110 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 709 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 338 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 208 827 (+2 296), ფრთოსანი რაკეტები – 4 491 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 86 359 (+199), სპეციალური ტექნიკა – 4 105 (+0).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები