უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 338 060 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 338 060 (+890) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 07.05.26-მდე: ტანკები – 11 918 (+0), ჯავშანტექნიკა – 24 521 (+6), საარტილერიო სისტემები – 41 539 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 776 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 365 (+2), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 352 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 336 (+4); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 277 912 (+1 851), ფრთოსანი რაკეტები – 4 585 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 94 545 (+233), სპეციალური ტექნიკა – 4 172 (+2).





