Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 167 570 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
24
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 167 570 (+1 120) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 25.11.25-მდე: ტანკები – 11 368 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 624 (+4), საარტილერიო სისტემები – 34 644 (+18), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 549 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 250 (+2), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები –84 217 (+448), ფრთოსანი რაკეტები – 3 981 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 68 118 (+112), სპეციალური ტექნიკა – 4 006 (+3).

Advertisement