უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 265 900 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 265 900 (+770) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.02.26-მდე: ტანკები – 11 707 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 102 (+5), საარტილერიო სისტემები – 37 663 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 661 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 305 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 348 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 149 637 (+1 616), ფრთოსანი რაკეტები – 4 384 (+37).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 29 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 80 329 (+149), სპეციალური ტექნიკა – 4 075 (+0).





