Logo

უკრაინის გენშტაბი ფრონტზე რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
144
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 075 160 (+840) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.08.25-მდე: ტანკები – 11 129 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 164 (+4), საარტილერიო სისტემები – 31 858 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1472 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1210 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 52 935 (+148), ფრთოსანი რაკეტები – 3598 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 59 512 (+86), სპეციალური ტექნიკა – 3944 (+0).

გენშტაბის ინფორმაციით, 22 აგვისტოს დღის განმავლობაში ფრონტზე 107 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათი თითქმის მესამედი პოკროვსკის მიმართულებით იყო.

Advertisement