Logo

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ერთ დღეში 1080 ჯარისკაცი და 200 ერთეულზე მეტი ტექნიკა დაკარგეს

უკრაინა
292
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 048 330 (+1080) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.07.25-მდე: ტანკები – 11 056 (+7), ჯავშანტექნიკა – 23 059 (+7), საარტილერიო სისტემები – 30 812 (+35), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1448 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1201 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 47 959 (+125), ფრთოსანი რაკეტები – 3535 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 371 (+158), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).

Advertisement