Logo

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ერთ დღეში ვერტმფრენი, ორი თვითმფრინავი და 1000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინა
122
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 103 580 (+1010) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.09.25-მდე: ტანკები – 11 199 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 282 (+0), საარტილერიო სისტემები – 33 052 (+53), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1495 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1218 (+0), თვითმფრინავები – 424 (+2), ვერტმფრენები – 345 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 62 486 (+485), ფრთოსანი რაკეტები – 3 747 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 62 486 (+123), სპეციალური ტექნიკა – 3969 (+0).

Advertisement