Logo

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის დანაკარგებმა 185 000 ჯარისკაცს გადააჭარბა

უკრაინა
1116
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 185 050 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 21.04.2023-მდე: ტანკები – 3 668 (+1), ჯავშანტექნიკა – 7126 (+6), საარტილერიო სისტემები – 2 827 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 539 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 285 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2394 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5713 (+6), სპეციალური ტექნიკა – 334 (+2). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს რუსების 60 თავდასხმა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით. ყველაზე სასტიკი ბრძოლები  ქალაქ ბახმუტისთვის იმართება.

Advertisement