Logo

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
1233
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 101 430 (+480) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 24.12-მდე: ტანკები – 3 006 (+1), ჯავშანტექნიკა – 5 994 (+8), საარტილერიო სისტემები – 1 988 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 418 (+4).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 267 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1706 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 627 (+5), სპეციალური ტექნიკა – 178 (+0).

 

გენშტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კუპიანსკის, ავდეევკის და ბახმუტის მიმართულებით განიცადა. 

Advertisement