უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 34 850 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 26.06-მდე: ტანკები – 1 532 (+21), ჯავშანტექნიკა – 3 659 (+14), საარტილერიო სისტემები – 764 (+0), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 243 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 99 (+0), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 184 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 630 (+4), საკრუიზო რაკეტები – 139 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 14 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 564 (+4), სპეციალური ტექნიკა – 60 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს