Logo

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის დანაკარგებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე 1 014 650 ადამიანს მიაღწია

უკრაინა
243
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 014 650 (+950) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 25.06.25-მდე: ტანკები – 10 967 (+1), ჯავშანტექნიკა – 22885 (+6), საარტილერიო სისტემები – 29569 (+58), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1425 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1188 (+0), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 42046 (+131), ფრთოსანი რაკეტები – 3388 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 53084 (+123), სპეციალური ტექნიკა – 3920 (+0).

Advertisement