უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 287 880 (+940) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.03.26-მდე: ტანკები – 11 793 (+3), ჯავშანტექნიკა – 24 263 (+1), საარტილერიო სისტემები – 38 638 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 694 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 336 (+3), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 190 870 (+1 885), ფრთოსანი რაკეტები – 4 468 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 84 639 (+121), სპეციალური ტექნიკა – 4 098 (+2).





