უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა დღემდე 1 331 710 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1 420 ბოლო ერთ დღეში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 331 710 (+1 420) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.05.26-მდე: ტანკები – 11 903 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 496 (+3), საარტილერიო სისტემები – 41 044 (+100), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 757 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 357 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 265 284 (+1924), ფრთოსანი რაკეტები – 4 579 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 93 009 (+403), სპეციალური ტექნიკა – 4 150 (+2).





