უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა დონეცკის რეგიონში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 85-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამეთაურო პუნქტს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამეთაურო პუნქტების განადგურებას. მორიგი სამიზნე იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების 85-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამეთაურო პუნქტი დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წინასწარი მონაცემებით, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების შედეგად ლიკვიდირებულია ბრიგადის მეთაური კოდური სახელით "დნეპრი" და 5 ოპერატიული პერსონალი.
შედეგების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ზუსტდება.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს