Logo

უკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს კონტროლი

უკრაინა
1357
Frontnews image description

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს კონტროლი.

 

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშჩეს, მიკოლავკას და ხმელნაიას დასახლებებზე“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

 

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ემზადება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დამატებითი დანაყოფების (რეზერვების) უკრაინის ტერიტორიაზე გადასაყვანად საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად. შეიმჩნევა შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება ცენტრალურ სამხედრო ოლქშიც, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

 

Advertisement