უკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 16 თავდასხმა მოიგერიეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების თავდასხმების წარმატებით მოგერიებას. 7 იანვარს ჩვენმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს მტრის შეტევითი მოქმედებები ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა 16 დასახლებულ პუნქტში ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს, მათ შორისაა სტელმახოვკა, მაკეევკა და ბელოგოროვკა ლუგანსკის ოლქში და რაზდოლევკა, სოლედარი, ბახმუტი, ჟელეზნოე, პერვომაისკოე, ვოდიანე და პობედა დონეცკის ოლქში.
“დიდი დანაკარგების შემდეგ მტერი მიიწევს ბახმუტის, ავდეევსის და ლიმანისკენ და ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებებში. ნოვოპავლოვსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში – ოკუპანტები თავდაცვაზე არიან”, – განაცხადეს გენერალურ შტაბში.
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღის განმავლობაში დაარტყა მტრის 21 კონცენტრაციის ზონა, ასევე 3 დარტყმა – საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. პარალელურად ჩამოაგდეს ოკუპანტების ორლან-10 ტიპის 3 სადაზვერვო დრონი.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს