უკრაინის IT არმიამ “ვაგნერის” ვებსაიტი გატეხა – “დაქირავებულთა მონაცემები ჩვენ გვაქვს”


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის IT არმიამ ვებგვერდის გატეხვით მოიპოვა “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებულთა ყველა პერსონალური მონაცემი, – წერს Telegram-ზე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი.
“ვაგნერის ჯგუფის ვებგვერდი, რომელიც აგროვებს რუს ტყვეებს უკრაინის ომისთვის, გატეხილია IT არმიის მიერ!
ჩვენ გვაქვს დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები! ყველა ჯალათს, მკვლელს და მოძალადეს მძიმე სასჯელი ემუქრება. შურისძიება გარდაუვალია!”, – წერს ფედოროვი.
ადრე ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ასევე “ვაგნერს” უწევს ორგანიზებას, პირადად მოუწოდებს რუს პატიმრებს უკრაინაში იბრძოლონ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს