Logo

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ლუგანსკის, ოდესისა და ხმელნიცკის ოლქების ხელმძღვანელების გადაყენების საკითხი დაამტკიცა

უკრაინა
1369
Frontnews image description

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სამი საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დაამტკიცა. 

 

თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან: ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი;

 

ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო;

 

ხმელნიცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გამალია.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერგეი გაიდაი ლუგანსკის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ტოვებს. გადადგომა, როგორც ცნობილია, უკავშირდება გაიდაის ყაზახეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას. ის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციას 2019 წლის 25 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.

Advertisement