Logo

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საზოგადოება
17 საათის წინ / 23:27
Frontnews image description

უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის თარბეი (თაბო) არქანიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახლობლის ინფორმაციით, 34 წლის თაბო არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა.

თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა, ის აფხაზეთიდან იყო დევნილი. მას 10 მაისს ქალაქ ოდესაში დაკრძალავენ.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Advertisement