Logo

უკრაინის პირველი ლედი ჩინეთის ლიდერს პრეზიდენტ ზელენსკისგან გზავნილს გადასცემს

უკრაინა
1101
Frontnews image description

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილს გადასცემს. წერილში უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან ომის დასრულებაზე საკუთარი წინადადების შესახებ წერს.

 

ზელენსკას თქმით, ის წერილს ჩინეთის პრეზიდენტისთვის დავოსში ვიცე-პრემიერს გადასცემს.

 

როგორც უკრაინის პირველმა ლედიმ აღნიშნა, მას ასევე აქვს ასეთივე წერილები ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და შვეიცარიის პრეზიდენტის ალენ ბერსესთვის.

 

ამასთან, როგორც ოლენა ზელენსკამ განაცხადა, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, ომი შეიძლება უფრო შორს წავიდეს და უფრო დიდი კრიზისები გამოიწვიოს.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩინეთმა ოფიციალურად ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობიანი დიალოგის დაწყების მოწოდებებით გამოვიდა.

 

ჩინეთი ოფიციალურად არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩინურმა კომპანიებმა მეორადი სანქციების ქვეშ მოქცევის შიშით შეზღუდეს ან შეაჩერეს მრავალი სანქცირებული საქონლის მიწოდება.

 

ამავდროულად, ჩინეთი არასაჯაროდ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უარს ამბობს დახმარებაზე და ტექნოლოგიების მიწოდებაზე.

Advertisement