Logo

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

უკრაინა
1425
Frontnews image description

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 89 წლის ასაკში უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა.

 

გასული წლის ივნისში კრავჩუკმა გულზე ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი პრეზიდენტი რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის საზღვარგარეთ გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უზენაესმა საბჭომ ლეონიდ კრავჩუკის თავმჯდომარეობით უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღო. იმავე წლის დეკემბერში პირველი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგად ლეონიდ კრავჩუკმა ხმების 61,6% მოიპოვა და უკრაინის პრეზიდენტი გახდა.

 

ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე უკრაინაში 1994 წელს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის დროსაც ლეონიდ კრავჩუკი ლეონიდ კუჩმასთან დამარცხდა.

 

2020 წლის 28 ივლისს ლეონიდ კრავჩუკი დონბასში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა.

 

ლეონიდ კრავჩუკმა 2001 წელს უკრაინის გმირის წოდება მიიღო, 2020 წელს იგი გახდა “წლის ადამიანი”. არის 10-ზე მეტი წიგნის და 500-ზე მეტი სტატიის ავტორი. 

Advertisement