Logo

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსკოვში ზელენსკის მორიგ "მიწვევას" პასუხობს

უკრაინა
68
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მოსკოვის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა სერგეი ლეშჩენკომ განაცხადა.

"ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, პუტინს მოსკოვის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს. რადგან მოსკოვი აგრესორი ქვეყნის დედაქალაქია, მოლაპარაკებების ასეთი ფორმატი შეუძლებელია“, - განაცხადა ლეშჩენკომ.

პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა დღეს განაცხადა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა დარეკოს. უშაკოვის თქმით, პუტინი შეხვედრისთვის მზადაა და ასეთი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები