უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ენერგოსისტემის მდგომარეობა კრიტიკულია


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამ დარტყმების გამო ენერგოსისტემის მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.
“რუსმა ტერორისტებმა მორიგი დაგეგმილი დარტყმა მიაყენეს ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. სიტუაცია კრიტიკულია”, – განაცხადა ტიმოშენკომ.
მისი თქმით, დარტყმების უმრავლესობა ქვეყნის ცენტრსა და ჩრდილოეთით დაფიქსირდა. ასევე კიევში, ძალიან რთული ვითარებაა, დაწესებულია საგანგებო გამორთვის სპეციალური გრაფიკები.
“უკრენერგო” იძულებულია დაიწყოს გადაუდებელი გამორთვა ენერგოსისტემის დასაბალანსებლად და აღჭურვილობის გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე რაიონზე დღეს სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, კიევში რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამ დროის მონაცემებით, ნაპოვნია ერთი გარდაცვლილის ცხედარი, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
აგრესორებმა თავდასხმა განახორციელეს ხარკოვზეც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ობიექტის დაზიანების გამოელექტრომომარაგების პრობლემაა, შეჩერებულია სახმელეთო ელექტროტრანსპორტი და მეტრო.
ჟიტომირის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის სერგეი სუხომლინის თქმით, მტერმა ქალაქზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელა. მტრის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ქალაქი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ხმელნიცკი, რივნი, ლვოვი, კროპივნიცკის რაიონი, ვოლინის ოლქი.
ოკუპანტებმა რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს კრემენჩუგსა და კრივოი როგზე. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა საჰაერო თავდასხმა თითქმის ყველა ოლქზე განახორციელეს და ასზე მეტი რაკეტა გაუშვეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს