უკრაინის პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად “ზეციური ასეულის” ხსოვნას პატივი მიაგო


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და მისმა მეუღლემ 2014 წელს ევრომაიდანის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ მაიდანზე გარდაცვლილთა სახელები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავარკვიოთ ყველა დამნაშავის სახელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ავაშენოთ სწორედ ის ქვეყანა, რომლისთვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს, მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც უკრაინის მომავლისთვის დაიღუპა“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა და პირველმა ლედიმ მაიდანის აქტივისტების გარდაცვალების ღირსების ზარი დარეკეს.
ღირსების ზარი პრეზიდენტის დავალებით შეიქმნა გმირების ხსოვნისთვის. ძეგლს აქვს წარწერა "დიდება უკრაინას! დიდება ზეციურ ასეულს!"
2014 წლის 18-20 თებერვალს კიევის ცენტრალურ ნაწილში დაუდგენელმა სნაიპერებმა ევრომაიდანის 100 მონაწილე მოკლეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს