უკრაინის საჰაერო ძალები – აეროდრომი საკი! მინუს ცხრა თვითმფრინავი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე ცხრა თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს.
“აეროდრომი საკი! ოკუპანტების მინუს ცხრა თვითმფრინავი”, – აღნიშნულია საჰაერო ძალების ფეისბუქგვერდზე.
გუშინ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად, სოფელ ნოვოფედოროვკაში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების სერია მოხდა.
თავად რუსებმა განაცხადეს, რომ აფეთქებები დეტონაციებმა გამოიწვია, უკრაინულ მხარეს კი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, რომ დარტყმები მისი მხრიდან იყო განხორციელებული.
თაგები:
ყირიმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს