
ავტორი
Front News საქართველო
ხმელნიცკის რეგიონში ბომბდამშენი უკრაინული სუ-24მ ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
ავიაკასტროფის შედეგად შედეგად დაიღუპნენ - მაიორი ბოგდან ზაგარულკო და უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრ ბაბენკო, ისინი ხმელნიცკის რეგიონში მისიაზე იმყოფებოდნენ.
მაშველები და სამართალდამცავი ორგანოები უკვე მუშაობენ ავიაკატასტროფის ადგილზე.
"ავიაკასტროფის მიზეზები და გარემოებები დგინდება“, - წერს საჰაერო ძალები.
სუ-24მ არის მოდერნიზებული ზებგერითი ფრონტის ბომბდამშენი, რომელიც შექმნილია ნებისმიერი ამინდის პირობებში სახმელეთო და ზედაპირული სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად. თვითმფრინავი აღჭურვილია გაუმჯობესებული დამიზნების და ნავიგაციის სისტემით, ლაზერულ-ტელევიზიური სადგურით "კაირა-24“, ფრენის დროს საწვავის შევსების შესაძლებლობით და მართვადი იარაღის გაფართოებული დიაპაზონით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის საბრძოლო შესაძლებლობებს საბაზისო სუ-24-თან შედარებით. თვითმფრინავს შეუძლია 8 ტონამდე ტვირთის გადატანა, მათ შორის მართვადი ბომბები და ჰაერი-მიწა ტიპის ფართო დიაპაზონის რაკეტები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს