უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, “კიევის აჩრდილი” არ დაღუპულა


ავტორი
Front News საქართველო
გავრცელებული ინფორმაცია “კიევის აჩრდილის” დაღუპვის შესახებ, რომელიც თითქოსდა, უკრაინის გმირი სტეპან ტარაბალკა იყო, რეალობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
„უკრაინის გმირი სტეპან ტარაბალკა არ იყო „კიევის აჩრდილი“ და მას არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი. მაიორი ტარაბალკა გმირულად დაიღუპა 2022 წლის 13 მარტს რუს ოკუპანტებთან საჰაერო ბრძოლაში“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
ამასთან, საჰაერო ძალების სარდლობა აღნიშნავს, რომ “კიევის აჩრდილი” ერთი კონკრეტული ადამიანი არ არის.
“კიევის აჩრდილი არის ლეგენდარული სუპერგმირი, რომელიც შექმნეს უკრაინელებმა! ეს არის საჰაერო ძალების მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის მფრინავების კოლექტიური სახე, რომლებიც იცავენ დედაქალაქის ცას, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან იქ, სადაც მათ არ ელოდებიან“, – განაცხადეს სამხედროებმა.
29 აპრილს, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა გამოაქვეყნა სტატია ლეგენდარული მფრინავის დაღუპვის შესახებ. გამოცემამ „კიევის აჩრდილად“ მაიორი სტეპან ტარაბალკა დაასახელა, რომელიც საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა.
თაგები:
კიევის აჩრდილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს