Logo

უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსებმა ერთ დღეში 1,180 ჯარისკაცი და მნიშვნელოვანი რაოდენობის ტექნიკა დაკარგეს

უკრაინა
178
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 039 830 (+1180) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.07.25-მდე: ტანკები – 11 032 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 005 (+9), საარტილერიო სისტემები – 30 485 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1441 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1197 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 46 549 (+135), ფრთოსანი რაკეტები – 3491 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 55 494 (+111), სპეციალური ტექნიკა – 3932 (+0).

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ საღამოს მდგომარეობით, დღის განმავლობაში ფრონტზე 131 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მათ მესამედზე მეტი ისევ პოკროვსკის მიმართულებით.

Advertisement