
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლა გადაწყვიტა. თანამდებობას მიხაილო დრაპატი დაიკავებს.
"გადავწყვიტე, რომ მიხაილო დრაპატი გახდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი. მიხაილოსთან, ევჰენ ხმარასთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრე, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დღეს ალექსანდრ სირსკისთან და გენერალური შტაბის უფროსთან ანდრეი გნატოვთან ერთად სამსახურის მომავალი ფორმატები და მოვალეობების სათანადოდ გადაბარების საკითხიც განიხილა.
"ფაქტია, რომ ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის შედეგები კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციაში და კურსკის ოპერაციაში. მნიშვნელოვანი გზა გაიარა, მადლობელი ვარ მისი.
ჩვენ ყველას ერთი სურვილი გვაქვს - მტერზე გამარჯვება და ფრონტზე ისეთი პირობების მიღწევა და რუსეთზე ზეწოლა, რომელიც რუსეთს მშვიდობას აიძულებს. ხვალ ყველა გადაწყვეტილებას ფორმალურად მივიღებთ. ამ სიტუაციიდან უკრაინა უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
დანიშვნის შესახებ ბრძანებულება პრეზიდენტის ვებსაიტზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს