Logo

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში 650 ოკუპანტი გაანადგურა – რუსეთის ახალი დანაკარგები

უკრაინა
615
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში 650 ოკუპანტი გაანადგურეს.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 51 900 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.        
 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.09-მდე:  ტანკები – 2 122 (+10), ჯავშანტექნიკა – 4 575 (+18), საარტილერიო სისტემები – 1237 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 306 (+1).          

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 159 (+0), თვითმფრინავი – 239 (+0), ვერტმფრენები – 211 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 888 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 214 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                   
 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 399 (+55), სპეციალური ტექნიკა – 114 (+4).        
 

გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის და ხარკოვის მიმართულებით განიცადა.

Advertisement